საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მოსამართლე მერაბ ტურავა აირჩიეს. მის კანდიდატურას ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი.

ოფიციალური განცხადება მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ლომთაძემ გააკეთა.

მისი თქმით, თავდაპირველად თავმჯდომარეობის კანდიდატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წინაშე საკუთარი ხედვები წარადგინეს, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრა შედგა.

გიორგი ლომთაძის ინფორმაციით, პლენუმი ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას და მთავარი განსახილველი საკითხია, ვინ დაიკავებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას. მისივე განმარტებით, ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობას ამ დრომდე მერაბ ტურავა იკავებდა, ის პირველ კოლეგიას ხელმძღვანელობდა. მისი თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ კი ახალი მოადგილის არჩევის საჭიროება დადგა.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ისა და პოლონეთის მხარდაჭერა ყოველთვის ხმამაღლა ჟღერდა”
შემდეგი სტატიაელისო კილაძე-კითხვა მაქვს “იმედთან”-დეინეკა თქვენ იპოვეთ,თუ თავად დაგიკავშირდათ?