7.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მხარეებს აფრთხილებს: პოზიციები მაქსიმალურად კორექტულად წარმოადგინეთ

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის განახლებამდე მხარეებს კორექტულობისა და თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ბათუმში აღნიშნულ საქმეზე უკვე მეოთხე სხდომა იმართება. ნადარაიას განცხადებით, სასამართლოსთვის გასაგებია, რომ საქმე პოლიტიკური პროცესების შეფასებას ეხება, თუმცა პროცესის შეფერხების თავიდან ასაცილებლად მხარეებმა ეპითეტებისგან თავი უნდა შეიკავონ.

„შესაძლებელია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტები მიუღებელია მოპასუხე მხარისთვის, ისევე როგორც მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტები — მოსარჩელისთვის, მაგრამ მაქსიმალური თავშეკავებით, მაქსიმალური კორექტულობით, ყოველგვარი ეპითეტებისა და მითითებების გარეშე უნდა იმოქმედოთ, ისე, რომ ამან მეორე მხარის გაღიზიანება არ გამოიწვიოს. სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია თითოეული მხარის განმარტება და პოზიციების მოსმენაში ხელი არ უნდა შეგვეშალოს“, — განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

banner
წინა სტატიაშითელავში არასრულწლოვნებმა თანატოლს სცემეს
შემდეგი სტატიაზაზა ბიბილაშვილი: სარჩელის მიზანია კონსტიტუციურ დონეზე დაადასტუროს რუსეთის მტკიცება, რომ 2008 წელს მისი აგრესია ლეგიტიმური იყო