საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე: 2004 და 2007 წელს წარმოებული ავტომობილები ორი ახალი ავტომობილით ჩანაცვლდა

სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე სასამართლოს მიერ ორი ახალი ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებით, მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ზაზა თავაძის განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს:

„2016 წლის ოქტომბერში, საქართველოს მთავარი პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეზე მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს მფლობელობაში არსებული ერთი ავტომობილის ექსპლუატაციიდან ამოღება. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს მფლობელობაში არსებული ავტოპარკის 90% არის მოძველებული და საჭიროებს გადაუდებელ განახლებას. შესაბამისად, არსებობდა ახალი ავტომობილების შეძენის საჭიროება.

ამიტომ, სასამართლოს თავმჯდომარემ მის სარგებლობაში არსებული ორი ავტომობილიდან უარი თქვა ერთ-ერთის გამოყენებაზე, რათა დაზოგილიყო ორი ავტომობილისთვის საჭირო ხარჯები, სანაცვლოდ კი, სასამართლომ შეიძინა ავტომობილები იმ მოსამართლეებისთვის, რომელთა ავტომობილებიც ყველაზე მეტად იყო გამოსული მწყობრიდან და შეკეთება უკავშირდებოდა მნიშვნელოვან ხარჯებს. შესყიდვის შედეგად, 2004 წელს და 2007 წელს წარმოებული ავტომობილები ორი ახალი ავტომობილით ჩანაცვლდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, როგორც სასამართლოს გამართული მუშაობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, მომავალშიც აქტიურად აპირებს გაატაროს ღონისძიებები საკონსტიტუციო სასამართლოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაახლებლად, რათა სასამართლოს ყველა წევრსა და თანამშრომელს შეუქმნას მუშაობის ღირსეული პირობები.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ავტომობილების ჩანაცვლებისთვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ტენდერის ჩატარებას არ ითხოვს. შესაბამისად, შესყიდვა განხორციელდა გამარტივებული გზით“, – აცხადებს ზაზა თავაძე.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორი ახალი ავტომობილის შესყიდვის შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით, გუშინ გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე: ჩვენ ვითხოვთ დამკვეთების დასჯას
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა