საკონსტიტუციო სასამართლოს სრული დამორჩილების მესამე ტალღა – “ენმ” გოცირიძის მოსამართლეობაზე

პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ევა გოცირიძე უნდა დაამკიცოს. სტრასბურგის მიერ დაწუნებული იურისტის გამწესებას ეწინააღმდეგებიან ოპოზიციური ფრაქციები და გოცირიძეს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ პოლიტიკურ მიკერძოებულობაში სდებენ ბრალს.

„ეს უკვე არის ბოლო წერტილი საკონსტიტუციო სასამართლოს სრული დამორჩილების, პოლიტიზაციის და დეგრადაციის. ეს არის მესამე ტალღა. პირველი ჩაინერგა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი პირები, მეორე დეპუტატები გადავიდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში და მოირგეს მოსამართლის მანტია და მესამე ეს არის აშკარად ხელისუფლების ნებისმიერი წინადადების შემსრულებელი პიროვნება გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი,“-აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი: გიულენის მოძრაობას ტერორისტულ ორგანიზაციად არ ვხედავთ
შემდეგი სტატიათიბისი გალერეაში პეტრე ოცხელის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა