20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან აქცია იმართება

საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან აქცია ლოზუნგით: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” იმართება.

აქციის მონაწილეები, ბოლო პერიოდში სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს გამოეხმაურნენ. მათი თქმით, სასამართლო მოქალაქეებს უსამართლოდ აჯარიმებს.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გამოფინეს.

შეკრებილები ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას და სხვადასხვა საპროტესტო აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, საჯარო სამსახურებიდან ათავისუფლებენ პროევროპული განწყობის მოქალაქეებს.

ამასთან, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „რუსეთის დასუსტება, ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შესუსტებას ნიშნავს“.

banner
წინა სტატიაშიპირადად ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, ძალიან მარტივად გეტყოდით, რომ, რა თქმა უნდა, საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ – ცოტნე ივანიშვილი
შემდეგი სტატიაცოტნე ივანიშვილი: ყოველთვის ვიყავი მეტი დიალოგის მომხრე და აქედან გამომდინარე, ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ფორმატს