საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი მოსამართლე გიგი უგულავას და კაბელების საქმის განხილვის გადადებას ითხოვენ

საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი, ოთარ სიჭინავა, მერაბ ტურავა და ზაზა თავაძე გიგი უგულავას და კაბელების საქმის განხილვის გადადებას ითხოვენ.

მათ შუამდგომლობა დააყენეს, მოხდეს სასამართლო პროცესის გადადება, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპაუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებაზე არ მოხდება ხელისუფლების მხრიდან რეაგირება, არ გაირკვევა დეტალები და კითხვებს არ გაეცემა პასუხი.

მოსამართლეების ამ შუამდგომლობას კრიტიკული შეფასება მოყვა სარჩელის ავტორების მხრიდან.

“თუ საგამოძებო სტრუქტურები ახორციელებს ზეწოლას, ეს დადასტურდება თუ ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებების, როგორიცაა უგულავას ან „რუსთავი 2”-ის საქმე გადავდებთ, ამით საშუალებას მივცემთ ძალოვან სტრუქტურებს. ეს იქნება პირდაპირი დადასტურება, რომ ზეწოლა ხორცილდება მოსამართლეებზე” – განაცხადა ოთარ კახიძემ.

მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა მოუწოდა დაცვის მხარეს იყვნენ კორექტულები და სასამართლოს თავმჯდომარეს უზრუნველეყო წესრიგი პროცესზე.

“აქვენ სასამართლო ყოველათვის გაძლევთ აცილების საშუალებას, თუ გიჩნდებათ უნდობლობა ჩვენს მიმართ. ეს განცხადება იმიტომ გავაკეთე, რომ
არ მინდა ჩვენი გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია ეჭვ ქვეშ დადგეს”, – განაცხადა ფაფიაშვილმა.

პარლამენტის წარმომადგენლმა შუამდგომლობას მხარი დაუჭირა.

დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას და კაბელების საქმე უნდა განიხილოს. სასამართლო სათათბიროდ გავიდა.

banner
წინა სტატიაშიპეტრე ცისკარიშვილი: ხელოვნური ბრძოლა დოლართან, ჩვენი ეკონომიკისთვის დამაზიანებელია
შემდეგი სტატიადავით ნარმანიამ მეტეხის ხიდის მიმდებარედ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა