“საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ტურისტივით რომ იცხოვროს, ეს უფრო მეტი პრობლემაა”

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მერაბ ტურავას განცხადებით, კანონით არის განსაზღვრული, რომ სახელმწიფომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ბინით უზრუნველყოს.

 

ტურავას თქმით, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს, ის დაემორჩილება.
“სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები იქნენ ბინით უზრუნველყოფილი. ეს კანონიდან გამომდინარეობს, შესაბამისად, თუ სახელმწიფო სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ მოსამართლე ჩემოდანზე იჯდეს და ტურისტის ცხოვრებით ცხოვრობდეს ბათუმში ეს უფრო მეტი პრობლემაა”,-აღნიშნა ტურავამ.
ტურავას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლის საკითხი აღნიშნულ საქმესთან კავშირში არ არის.
“გიორგი პაპუაშვილის ბინასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ და არ გავაკეთებ. არავითარი კავშირი არ არის, ის სხვა შემთხვევა იყო და ეს სხვა. სახელწმიფომ პაპუაშვილს მისცა ბინა, რადგან ასე ჩათვალა საჭიროდ. სახელმწიფომ რადგან ასე ჩათვალა სწორად, ეს მისი გადასაწყვეტია”,-განაცხადა ტურავამ.
მერაბ ტურავასთვის ბინის გადაცემის საკითხზე განცხადება საკონსტიტუციო სასამართლომ 18 აპრილს გაავრცელა. სასამართლოს მთავარი მრჩევლის გიორგი დავითურის განცხადებით, ეს არ არის პრეცენდენტი, როდესაც ახალდანიშნულ მოსამართლეს გადაეცა ბინა და აღნიშნული დამკვიდრებული პრაქტიკა.
“მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო გადმოვიდა ბათუმში, ეს არ არის პრეცენდენტი, როდესაც ახალდანიშნულ მოსამართლეს გადაეცა ბინა, ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა. შესაბამისად, სახელმწიფომ აირჩია ეს ვალდებულება, განახორციელოს ბინის გადაცემის გზით და ამ ქმედების საკანონმდებოლო საფუძველი არსებობს“- აცხადებს დავითური.
banner
წინა სტატიაშითამარ სანიკიძე პარლამენტში მისვლას არ აპირებს
შემდეგი სტატიასაქართველოში მშვიდობის კორპუსის 58 მოხალისე ჩამოდის