25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში პროტესტის შემზღუდავ ჩანაწერებთან დაკავშირებულ სარჩელებზე განსხვავებული აზრი წარმოადგინა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი კვერენჩხილაძემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში პროტესტის შემზღუდავ ჩანაწერებთან დაკავშირებულ სარჩელებზე განსხვავებული აზრი წარმოადგინა.

საკონსტიტუციო სასამართლოში მოქალაქეების სახელით რამდენიმე სარჩელია შესული.

“ადმინისტრაციული პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა, მოცემულ შემთხვევაში, მოქმედებს არა მხოლოდ როგორც პირადი თავისუფლების შემზღუდველი სანქცია/სასჯელი, არამედ, უპირველესად, როგორც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობაზე ზემოქმედების მექანიზმი, რომელსაც აღნიშნული უფლებების განხორციელების შეკავების რეალური და მძლავრი პოტენციალი გააჩნია. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ შეუფასებია, აღემატებოდა თუ არა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებით მესამე პირთათვის ან/და საჯარო ინტერესებისათვის შესაძლო ზიანი იმ ზიანს, რომელიც სადავო ნორმების მოქმედების შენარჩუნებით შეიძლება წარმოიშვას მოსარჩელისა და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ.

ამ პირობებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეკისრებოდა ვალდებულება, შეემოწმებინა, რატომ იყო აუცილებელი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების ფარგლებში განხორციელებული მშვიდობიანი და არაძალადობრივი ქმედებებისათვის საპატიმრო სანქციების გათვალისწინება ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების თავისუფლების დაცვისთვის. ამგვარად, მართალია, არ უარვყოფ, რომ ქვეითთა გადაადგილების დროებითი შეფერხების პრევენცია შეიძლება იყოს სახელმწიფოს ლეგიტიმური რეგულირების საგანი, თუმცა, ვფიქრობ, რომ აღნიშნული გარემოება, თავისთავად, არ სცემს პასუხს კითხვას, რატომ არის ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებისათვის დაბრკოლების შექმნის თავიდან აცილებისათვის საჭირო თავისუფლების აღკვეთა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეფერხება წარმოიშობა მშვიდობიანი და არაძალადობრივი შეკრების კონტექსტში”,- წერს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი კვერენჩხილაძემ ტროტუარის კანონზე განსხვავებული მოსაზრება წარმოადგინა.

banner
წინა სტატიაშისაბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია
შემდეგი სტატიადონალდ ტუსკი: პოლონეთში დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, რომელიც რუსეთის დაკვეთით, აშშ-ისა და უკრაინის მოქალაქის მკვლელობას გეგმავდა