საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები რუსული კანონის წინააღმდეგ!

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები რუსული კანონის წინააღმდეგ! – ივანიშვილის პარტიას ახლა უკვე სამართლისმცოდენეები მოუწოდებენ, გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის დასკვნა. ყოფილი მოსამართლეები ფიქრობენ, რომ კომისიის ეს დასკვნა ყველა სხვა აქამდე არსებულისგან განსხვავდება და უპრეცედენტოდ მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული სამართლებრივად, რატომ არ უნდა მიიღოს რუსული კანონი საქართველოს ხელისუფლებამ.

ქეთევან ერემაძეს თქმით, “ოცნების” რიტორიკა, რომ ვენეციის კომისია კონტროლის ქვეშაა და მას “ზემოდან უბრძანეს” ამ დასკვნის დაწერა, არასერიოზულთან ერთად, სამართლის მიღმა გადის.

ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ კარგია თუ კანონი საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, მათ შორის პირადად საქართველოს პრეზიდენტის მიერ გასაჩივრდება საკონსტიტუციო სასამართლოში შემდეგ კი ევროსასამართლოში.

ერემაძე აცხადებს, რომ ევროპულ სასამართლოში ეს კანონი ზუსტად იგივე ბედს გაიზიარებს, როგორც ეს რუსულმა კანონმდებლომა გაიზიარა.

არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც ვენეციის კომისიამ მთლიანად კანონპროექტზე გასცა რეკომენდაცია, გააუქმეთ ეს კანონი მთლიანობაში. არ შევალ ამ რაღაცა თეორიაში, რომ ვიღაცა ზევიდან რაღაც საკითხებს აწესრიგებს და ამ ზე-კონტროლის ქვეშ არის, მათ შორის ვენეციის კომისია. ეს არა მარტო არასერიოზულია, არამედ სამართლის მიღმა გადის. მე როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში ვმუშაობდი, არაერთ კანონთან დაკავშირებით როდესაც ვიდექით დილემის წინაშე, ნორმა შეესაბამება თუ არა კონსტიტუციას, გვჭირდებოდა მათ შორის კომპარატისტული კვლევა, სხვა ქვეყნების კანონმდებლობა აგრეთვე, იგივე პრობლემებს როგორ აწესრიგებს და ძალიან ხშირად მიგვიმართავს. მათი საექსპერტო დასკვნა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოში, საკონსტიტუციო სასამართლოში, ცხადია, კანონი აი ამ არაერთ მუხლთან მიმართებით. ეს შეიძლება გააკეთონ როგორც არასამთავრობოებმა, მედია-საშუალებებმა, ფიზიკურმა პირებმა, ისე საქართველოს პრეზიდენტმა. ასევე შეიძლება გასაჩივრდეს ევროსასამართლოში და ეს კანონი აუცილებლად გარანტირებულად გაიზიარებს იმ ბედს, რაც გაიზირა რუსულმა კანონმდებლობამ”, – ამბობს ქეთევან ერემაძე

banner
წინა სტატიაშიარ შემიცვლია აზრი, რომ პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იყოს – დეკანოიძე
შემდეგი სტატიაქართული კანონი არ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია რუსეთის უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობა