“საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის შესახებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს”

დაედება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს ვეტო ამის შესახებ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი უახლოეს დღეებში მიიღებს. ამის შესახებ განცხადება უშიშროების საბჭოს მდივანმა , ირინა იმერლიშვილმა გააკეთა:

„ჩვენ პირველივე დღიდან პრეზიდენტის დავალებით ვმუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან ყურადღებით განვიხილავთ კანონპროექტს. ამას დაემატა ახლა კრიტიკული შენიშვნები, წინასწარი დასკვნა ვენეციის კომისიისა. ეს არის სამართლებრივ მხარე, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კი მიიღებს თავად პრეზიდენტი,“ – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებაზე ვენეციის კომისიამ წინასწარი დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა. პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებული კანონი ვენეციის კომისიას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაუგზავნა. სავარაუდოა, რომ პრეზიდენტი იმის შესახებ გადაწყვეტილებას მოაწეროს ხელი კანონს თუ ვეტოს უფლება გამოიყენოს, სწორედ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ მიიღებს.

banner
წინა სტატიაშილაშა დვალიშვილი პაატა ბურჭულაძის პარტიის ერთ-ერთი წევრია
შემდეგი სტატიაიმერეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს