საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის ცვლილებით უმრავლესობა მის პოლიტიკურ დაქვემდებარებას ცდილობს

სიტყვის თავისუფლება არის ის პრინციპი, რომლის უგულველყოფა ყველა ხელისუფლებისათვის ფატალური აღმოჩნდა!

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ გიორგი ვაშაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის ცვლილებით უმრავლესობა მის პოლიტიკურ დაქვემდებარებას ცდილობს.

“ვფიქრობ, რომ ზალიან მნიშნველოვანი ინიციატივაა, რადგან კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ბედს ეხება. საკონსტიტუციო სასამართლო ესაა გარანტი იმის, რომ საქართველოს კონსიტუტცია დაცული იქნება. ნებისმიერი ქვეყანაში, რომელსაც აქვს საკონსტიტუციო სასამართლო, მას გადამწყვეტი როლი აქვს, რომ კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით.

დღეს ჩვენ საგანგაშო სიტუაციაში ვართ, რადგან უმრავლესობას ამ ინიციატივით კიდევ ერთი ინსტიტუციის განადგურება უნდა. რომ საკონსტიტუციო სასამართლო იმპოტენტი ორგანო გახადოთ და შეუძლებელი იყოს მის მიერ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ ეს გინდათ, რადგან ამბობთ – თუ ყველა მოსამართლემ, რომელიც საქმეს იხილავდა გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა, ეს გადაწყვეტილება ძალასი არ შედის. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ 1 მოსამართლეს 9 მოსამართლიდან ვეტოს უფლება აქვს. ამით თქვენ ქმნით სასამართლო სისტემას, რომელიც გსურთ რომ პოლიტიკურ წნეხში გყავდეთ.”

banner
წინა სტატიაშიერდოღანზე ლექსის ავტორს გერმანიის პოლიციამ დაცვა გამოუყო
შემდეგი სტატიაპროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე „პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეზე“ მსჯავრდებული სამივე პირი გამართლდა