საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟია – ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟია.

როგორც ის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ერთადერთი გამოსავალი არის კონსოლიდირება და უკომპრომისო ბრძოლა პუტინისტური რეჟიმის წინააღმდეგ.

„ერთადერთი მიზანი აქვს ამ პროცესს და ეს არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი. ივანიშვილი მიზანმიმართულად ანადგურებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. რუს ოლიგარქსა და მის კრიმინალურ – რუსულ რეჟიმს, დაშვებაც არ უნდა, რომ ჩვენი ხალხი იყოს მდიდარი, შეძლებული და დაცული, რაც ევროკავშირის წევრობით მიიღწევა. სწორედ ამიტომ, ყველაფერ ნეგატიურს აკეთებს ამ ისტორიული შანსის პირობებში, რომ როგორმე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წაგვართვას. მისი დავალებით, მისსავე მორჩილ ზურაბიშვილს უჩივლა, მისივე ხელქვეითის – კობახიძის ხელით და მისივე მართულ სასამართლოს გამოატანინა გადაწყვეტილება. ერთადერთი გზა, გამოსავალი არის კონსოლიდირება და უკომპრომისო ბრძოლა პუტინისტური რეჟიმის წინააღმდეგ“,-წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშისხვადასხვა ქვეყანაში დააკავეს კეზერაშვილის პარტნიორები, მის გარდა, ყველას აკავებენ, რადგან გლობალური ომის პარტიას მნიშვნელოვან საქმეს უკეთებს – კობახიძე
შემდეგი სტატიაღაზაში წყლის მარაგი იწურება