საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის საკითხზე პლენუმის განახლებული შემადგენლობა დღეს იმსჯელებს

სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ორკვირიანი ვადა 15 ოქტომბერს იწურება.

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებულ საკითხებზე, პლენუმის განახლებული შემადგენლობა დღეს იმსჯელებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პლენუმის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესახებ საფინანსო სამსახურის ანგარიში და სასამართლოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.

პლენუმის განახლებულ შემადგენლობას პირველი სხდომა 6 ოქტომბერს უნდა გაემართა, თუმცა მაშინ მოსამართლეთა ნაწილის გამოუცხადებლობისა და შესაბამისად, კვორუმის უქონლობის მიზეზით, სხდომა ვერ შედგა

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმა ოდესაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
შემდეგი სტატიასტრასბურგში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება