,, საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილება იყო გარდამტეხი და ჩავთვალეთ, რომ დღეს არსებული ქაოტური მდგომარეობა უნდა დარეგულირდეს“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა იმედის ეთერში
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მარიხუანას რეგულირებასთან
დაკავშირებით ისაუბრა.
მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ლოგიკა კანაფთან
დაკავშირებით ბოლო გადაწყვეტილების გარდა სხვა წინა გადაყვეტილებებშიც
ვითარდებოდა.
,,საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფთან დაკავშირებით არაერთი გადაწყვეტილება
მიიღო: გააუქმა გარკვეულ ოდენობებზე თავისუფლების აღკვეთა, ერთხელ გვითხრა
რომ სანქცია იყო არაპროპორციული, მეორედ გვითხრა რომ თავისუფლების აღკვეთა
საერთოდ არ იყო მიზანშეწონილი, მესამედ გვითხრა, რომ მარიხუანის
მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არაკონსტიტუციური იყო.
ბოლოს 30 ივლისს სასამართლომ გვითხრა, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
მარიხუანის მოხმარებაზე იყო არაკონსტიტუციური, ანუ პრაქტიკულად მარიხუანის
მოხმარების ლეგალიზება მოხდა.’’ – განაცხადა მეზვრიშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საკონსტიტუციო
სასამართლო არაა კანონმდებელი ორგანო და მისი გადაწყვეტილებების ასახვა
კანომდებლობაში მთავრობის პასუხისმგებლობაა.
,,მთავრობა და აღმასრულებელ ხელისუფლება უნდა მოვიქცეთ როგორც
პასუხისმგებლიანი აღმასრულებელი ხელისუფლება – საკონსტიტუციო სასამართლო არ
არის საკანონმდებლო ორგანო, ჩვენ ვერ დაველოდებით  როდის გამოიტანს ის
კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებით შემდგომ გადაწყვეტილებებს. 30
ივლისისს გადაწყვეტილების შემდეგ,  დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო ამის
რეგულაციაა.  უფრო მეტსაც გეტყვით,  2015 წლიდან მოყოლებული არაერთი
გადაწყვეტილებაა მიღებული და აქამდეც უნდა მომხდარიყო ამის რეგულაცია –
ვთქვათ, რომ ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ 30 ივლისის გადაწყვეტილებ იყო
გარდამტეხი და ჩავთვალეთ, რომ შექმნილი ქაოტური მდგომარეობა უნდა
დარეგულირდეს და ეს არის პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტროს
ინტერესი.“ – განაცხადა მეზვრიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.
banner
წინა სტატიაშიათია მეზვრიშვილი: კანაფის შესახებ მითქმა-მოთქმა მოვისმინეთ იმ  ადამიანებისგან, ვისაც წაკითხულიც არ ქონდა კანონპროექტი
შემდეგი სტატიაკანაფის დათესვა-მოყვანის ლინცეზიის პირობების დარღვევაზე გათვალისწინებული იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.