“საკონსტიტუციო სასამართლომ შეძლო პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება დ იგივეს ვუსურვებ მომავალ მოსამართლეებსაც”

ჩემი სურვილი იყო, ბევრი საკითხი დაესრულებინა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელიც სამწუხაროდ ვერ დავასრულეთ ჩემი თავმჯდომარეობის დროს და მე ამაზე ვგრძნობ პასუხისმგებლობას. ეს განცხადება გიორგი პაპუაშილმა უფლებამოსილების შეწყვეტამდე რამდენიმე საათით გააკეთა, ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო სასამართლო სმუშაობის შეჯამების დროს გააკეთა.

მისივე თქმით, ეს არ ეხება, მხოლოდ ე.წ. გახმაურებული საქმეებს, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონსაც ვგულისხმობ, რომელიც ახალა მიიღო პარლამენტმა.

„ჩემი პრინციპურლი პოზიცია იყო, ეს საქმე დაგვესრულებინა, რადგან მნიშვნელოვნად უშლის ხელს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებას, თუმცა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. არ მინდა, ყველაფერი მოსამართლეებს დავაბრალო. პოლიტიკურმა და საკანონმდებლო შეტევებმა, რაც იყო განხორციელებული სასამართლოს მიმართ, თავისი შედეგები გამოიღო. როგორც თავმჯდომარე ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ვერ შევძელით ბოლო თვეების ყველა საქმეზე გადაწყვეტილებების მიღებას. თუმცა, მე არ ვიყავი დირექტორი და ვიყავი თავმჯდომარე, აქ მოსამართლეები დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეილებებს. ამიტომ კოლეგების შეფასებეს არ დავიწყებ“,-აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლომ დაამკვიდრა ძალიან მაღალი სტანდარტი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილებები რევოლუციური იყო.

„ზოგი საქმე მხოლოდ ვიწრო იურისტებისთვის და პროფესიული წრეებისთვის იყო მნიშვნელოვანი, ზოგ საქმეში იყვნენ ჩართული პოლიტიკოსებიც და საზოგადოების ნაწილიც, სწორედ ეს არის მსოფლიო პრაქტიკა და ერთგვარი ტესტი ინსტიტუტისთვის, რამდენად შეძლებს ასეთი წნეხის დროს კომპეტენტური გადაწყვეტილების მიღებას. საბოლოო ჯამში საკონსტიტუციო სასამართლომ გაუძლო ამ ტესტს და ბათუმი გახდა დედაქალაქი ევროპის საკონტიტუციო სასამართლოების. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში იყო გარკვეული ხარვეზები, მაქსიმუმი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლომ მყიფე დემოკრატიის პირობებში და ესეც დასაფასებელია. იდეალური იქნებოდა, არ ყოფილიყო ბოლოს პერიოდის მოვლენები“ – განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.

რევოლუციური გადაწყვეტილებებს შორის პაპუაშილმა რამდენიმე საქმე დაასახელა. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესი საქმეები იყო სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, მარიხუანას ოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის გაუქმება, მოსმენებთან დაკავშირებულ სარჩელები, 9-თვიან წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო დავა, ირიბ ჩვენებებთან დაკავშირებით სარჩელი და სხვები.

„როგორც თავმჯდომარე, ვცდილობდი ,დამეცვა სასამართლო ზეგავლენებისაგან. მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ მოსამართლეს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა განცხადებები ძალიან დაეხმარა საკონსტიტუციო სასამართლოს. ამის გარეშე ვერ შევძლებით იმ ზეწოლებისა და წნეხების გაძლებას, რაც ქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს. საბოლოო ჯამაში, სასამართლომ შეძლო პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება დ იგივეს ვუსურვებ მომავალ მოსამართლეებსაც“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ისტორიაში მოხდა პირველად, რომ სია არის დაწუნებული”- პაპუაშვილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე
შემდეგი სტატიარომის პაპი: მსურს, ვიმეგობრო თქვენს ქვეყანასა და მის ძვირფას ხალხთან