საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე წარდგინება წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ 80 დეპუტატის წარდგინება წარმოებაში მიიღო. საქმეს ზეპირი მოსმენით სასამართლოს პლენუმი განიხილავს პრეზიდენტისა და წარდგინების ავტორების მონაწილეობით.

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა №1797 კონსტიტუციური წარდგინება აკმაყოფილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 31 1 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული კანონის 31 3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი”. – ნათქვამია სასამართლოს საოქმო ჩანაწერში.

საქმის წარმოებაში მიღების საკითხს სასამართლო პლენუმი განიხილავდა – სხდომის თავმჯდომარე მერაბ ტურავა, ხოლო მომხსენებელი მოსამართლე ევა გოცირიძე იყო.

ქართული ოცნების მიერ მომზადებული კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს 14 სექტემბერს გადაეცა

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი: ადამიანების ტრაგედიაზე ცინიკური განცხადებები უბრალოდ მიუღებელია
შემდეგი სტატიაგლდანში ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს