6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის შუამდგომლობა საგამოძიებო კომისიის დასკვნის ამოღებაზე არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის — „კოალიცია ცვლილებისთვის“ შუამდგომლობა, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებათა ნუსხიდან ამოღებას ითხოვდა.

პლენუმის გადაწყვეტილება სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გაახმოვანა.

ამასთან, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის ალტერნატიული მოთხოვნაც იმის შესახებ, რომ დასკვნაში მითითებული მტკიცებულებები მოსარჩელე მხარეს („ქართულ ოცნებას“) ცალკე წარედგინა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს 7 მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი პარლამენტის 88 დეპუტატის სარჩელს იხილავს. მმართველი გუნდი ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების („ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“) არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშილაშა ფარულავა გიორგი ზურაბიშვილის დანიშვნაზე: “ოცნების” გადაწყვეტილებაში იკითხება:”ჩვენ თქვენს მხარეს ვართ”
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: უნდა განგვემარტოს, ვის რა დარღვევა აქვს, პარტიის გაუქმების, ვის რა სამართლებრივი საფუძველი აქვს