საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა „გირჩის“ სარჩელი, რომელშიც მოქალაქე გივი შანიძე მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საერთოდ გაუქმებას ითხოვდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ბათუმიდან იუწყება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საქართველოში მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია.

სარჩელი სასამართლოში 2016 წლის 4 მარტს შევიდა. მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე სარჩელია შესული, რომელთა უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა.

საქმეს პირველი კოლეგია განიხილავდა.

banner
წინა სტატიაშინუკრი ქანთარია ნინო ლომჯარიას კანდიდატურის მხარს არ დაუჭერს
შემდეგი სტატიამარიამ ჯაში რომან გოცირიძეს – რაც არ უნდა მკვდარი ეძახოთ ჩვენს მინისტრებს, მკვდრეთით ნამდვილად ვერ აღსდგება „ნაცმოძრაობა“