საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მეორადი მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის მუხლი გააუქმა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უზენაესი სასამართლოს წარდგინებებზე გადაწყვეტილებები გამოაცხადა. უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი წარდგინება მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის ეხებოდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ არ იქნას მიღებული ძირითად განხილვაში კონსტიტუციური განჩინებები და ასევე, რომ მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის პირს აღარ უნდა შეეფარდოს პატიმრობა.

საკონსტიტუციომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მარიხუანას განმეორებით, პირადი მოხმარებისთვის დაკავებული პირის თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

საკონსტიტუციო სასამართლო დაეყრდნო მის 2015 წელის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებას ბექა წიქარიშვილის სარჩელზე, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი – გამომშრალი მარიხუანას 70 გრამამდე შესყიდვა და მოხმარება თავისუფლების აღკვეთას გულისხმობდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე განჩინების გამოცხადებისთანავე შევა.

banner
წინა სტატიაშიენმ ქუთაისში აქციისთვის ემზადება – ქუთაისის მერი ოპოზიციას რეკომენდაციით მიმართავს
შემდეგი სტატიაიყალთოს მონასტრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს