საკონსტიტუციო სასამართლომ ხუთი მოსამართლიდან არც ერთის აცილება არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ უგულავა-კაბელების საქმეზე მხარეებისა და მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. მხარეების მიერ შუამდგომლობების დაყენების შემდეგ პლენუმის თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა შესვენება გამოაცხადა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი სხდომა განაახლა და შუამდგომლობებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა.
“საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა დაყენებულ შუამდგომლობებთან დაკავშირებით. თვითაცილების შუამდგომლობა დაყენებული ქალბატონი ლალი ფაფიაშვილის მიერ არ დაკმაყოფილდა. ასევე, იმსჯელა როგორც მოპასუხე, ასევე, მოსარჩელე მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობებზე და არც ერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ეს დსაბუთდება შესაბამის განჩინებაში, რომელიც სხდომის დასრულების შემდეგ, მოგვიანებით გადმოგეცემათ მხარეებს”, – აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.
საკონსტიტიციო სასამართლოში სხდომა გრძელდება. აღნიშნულ საქმეზე დღეს მხარეები დასკვნით სიტყვას იტყვიან. უგულავა-კაბელების საქმის განხილვა მოსამართლეების გამოუცხადებლობის გამო ორჯერ გადაიდო.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი : ხელისუფლებამ დაუმტკიცოს გვარამიას, რომ მან ატვირთა ჩანაწერი
შემდეგი სტატია35 დღე სამხედროების დაკარგვის შემდეგ – მშობლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ