საკონსტიტუციო სასამართლომ EMC-ის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, EMC ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, საკონსტიტუციო სასამართლომ EMC-ის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

„25 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, უმეტეს ნაწილში გაითვალისწინა მოსარჩელის პოზიციები და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკის კანონიერების შეფასებისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მხოლოდ ჩხრეკის ჩატარების მომენტისთვის არსებული ვითარება და ჩხრეკის შედეგს არ უნდა მიენიჭოს მნიშვნელობა“, – ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითარხნიშვილი – ჩვენი ძირითადი მოთხოვნები არის უცვლელი, ეს არის ახალი არჩევნები, ეს არის ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია, თვისობრივად ახალი და არა პერსონალურად შეცვლილი
შემდეგი სტატიაჭიჭინაძე – საზოგადოების დიდი ნაწილი არ თვლის 2020წლის არჩევნებს ლეგიტიმურად, ხალხი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს