15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

საკონსტიტუციო სასამართლო სხდომა ორშაბათს განახლდება

სასამართლო სხდომა ორშაბათს განახლდება – საკმაო მუშაობა გვიწევს, არ ვიცი, ის კვირა მოვრჩებით თუ არა, თუ არ მოვრჩით, იმის მომდევნო კვირა დავისვენოთ,– ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განაცხადა.

სხდომა 14:00 საათზე განახლდება.

გარდა ამისა, როგორც ნადარაიამ განაცხადა, პლენუმი “გახარია საქართველოსთვის“ მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური პირების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა მოქმედი თუ ყოფილი ლიდერების მოწმის სახით გამოკითხვას შეეხება, გადაწყვეტილებასაც სწორედ ორშაბათს გამოაცხადებს და ამის შემდეგ გადავა პროცესი არსებითი განხილვის ეტაპზე.

„შუამდგომლობების დასრულების შემდეგ უკვე იწყება არსებითი განხილვა. არსებითი განხილვა იწყება მომხსენებელი მოსამართლის მოხსენებით. გადაწყვეტილებას გამოვაცხადებ ორშაბათს და ამავდროულად, გადავალთ არსებითი განხილვის ეტაპზე. ამ სამმა დღემ აჩვენა, რომ საკმაო მუშაობა გვიწევს. მე არ ვიცი, ის კვირა მოვრჩებით თუ არა. თუ არ მოვრჩით, იმის მომდევნო კვირა დავისვენოთ. ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი იქნება დანიშნული. არ ვეკითხები არცერთ მხარეს, ყველა არის ვალდებული, რომ მობრძანდეს!“- განაცხადა ნადარაიამ.

banner
წინა სტატიაშიიმ დროს, როდესაც, პრაქტიკულად, გაპარტახდა საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირთან, ვხედავთ, რომ კობახიძე ზრუნავს რუსეთთან ურთიერთობების დათბობაზე- გეგელია
შემდეგი სტატიაპარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას, კონკრეტული ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების მოწმის სახით გამოკითხვის შუამდგომლობა დააყენა