საკონსტიტუციო სასამართლო რუსთავი 2-ის სარჩელის განხილვას იწყებს

საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა

განმწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში ამ წუთებში იწყება. სხდომა, რომელზეც ტელეკომპანია საქართველოს იურისტების მიერ შეტანილი სარჩელის მიღება უნდა განიხილოს კოლეგიამ 11 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა დაგვიანდა იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელს, რომელიც ამ დავაში ერთერთი მხარეა, დააგვიანდა ბათუმში ჩასვლა.

სარჩელში, რომლითაც ტელეკომპანია საქართველოს იურისტებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, მხარე ითხოვს, რომ გაუქმდეს კანონმდებლობაში ის ნორმები, რომლის თანახმადაც საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ურთმელძემ მიიღო აღსრულების უზრუნველყოფის გადაწყვეტილება და რუსთავი 2-ში დროებითი მმართველები დანიშნა.

“ჩვენ ვითხოვთ, რომ ვიდრე სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, ამ ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, უნდა იქნეს შეჩერებული ამ ნორმების მოქმედება. ვინაიდან ჩვენ შეიძლება მოგვადგეს იმ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ზიანი, თან ეს ზიანი იქნება შეუქცევადი და ვერ მოხდება მისი გამოსწორება დროის მოკლე მონაკვეთში”, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

პროცესში მონაწილეობენ რუსთავი 2-ის იურისტებიც, თუმცა მხოლოდ ტელეკომპანია საქართველოს ადვოკატების რწმუნებით, რადგან მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილების შემდეგ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს და მის იურისტებს სამართლებრივი ბრძლის გაგრძელების შესაძლებლობა შეეზღუდათ.

სხდომას 4 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია წარუძღვება და ამ კოლეგიამ უნდა გადაწყვეტოს მიიღებს, თუ – არა, საკონსტიტუციო სასამართლო წარმოებაში სარჩელს და შეაჩერებს თუ არა საქმის განხილვამდე შესაბამის ნორმას.

banner
წინა სტატიაშისოფელ განმუხურში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა
შემდეგი სტატია„რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ დავას, ნუ გადავიყვანთ პოლიტიკურ ჭრილში“