“საკონსტიტუციო სასამართლო განიცდის სერიოზულ ზეწოლას მოქმედი თავმჯდომარისგან, რომელიც არის და იყო პოლიტიკური ფიგურა”

საკონსტიტუციო სასამართლო განიცდის სერიოზულ ზეწოლას საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარისგან, რომელიც არის და იყო პოლიტიკური ფიგურა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დევნილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა განუცხადა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, პაპუაშვილმა, თავის დროზე, როდესაც იყო იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე, მოახდინა კონსტიტუციის ცვლილება და მოარგო ერთ ადამიანს – მიხეილ სააკაშვილს.

„დღეს პაპუაშვილი ცდილობს, პოლიტიკური ვითარება და საკონსტიტუციო სასამართლო მოარგოს მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ეს არ გამოუვიდა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოში არიან საღი აზრის, საღი გონების ადამიანები, რომელთა დამსახურებითაც, შეიძლება ითქვას, რომ გადარჩა საკონსტიტუციო სასამართლო“,-აღნიშნა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშისაბანკო სექტორში მიმდინარე გარიგებებზე, ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეაში წყალდიდობას 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა