საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არც უშიშროების საბჭოს მდივანი ჩაერთვება

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი არ ჩაერთვება,ამის შესახებ რაქვიაშვილის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

„საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის არც ერთი წარმომადგენელი, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანი, არ მიიღებს მონაწილეობას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კომისიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორი წარმომადგენელი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე უნდა შესულიყვნენ, მაგრამ მათ კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარი განაცხადეს.

banner
წინა სტატიაშიამ მთავრობისთვის ძალაუფლების საკითხი პრიორიტეტულია-ხოშტარია საკონსტიტუციო კომისიაზე
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე 2017 წლის ბიუჯეტს არალეგიტიმურს უწოდებს