საკონსტიტუციო კომისია შესაძლოა “თავისუფალმა დემოკრატებმა” და “ლეიბორისტებაც” დატოვონ

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის დეტალურად გაცნობის შემდეგ, დღეს გახდება ცნობილი დატოვებენ თუ არა თავისუფალი დემოკრატებისა და ლეიბორისტების კომისიას.
თავისუფალ დემოკრატებში ამბობენ, რომ ცვლილებების პროექტი არ ასახავს სამუშაო პროცესში გამოთქმულ შენიშვნებს.

“ჩვენი, თავისუფალი დემოკრატების პოზიციაა, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იქნეს არჩეული. გადაუნაწილებელ მანდატებს რაც შეეხება, ყველაფერი გამარჯვებულს მიაქვს, ამაზე ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია. კომისიაში დარჩენა არ დარჩენასთან დაკავშირებით პოზიციას დოკუმენტის გაცნობის შემდეგ დავაფიქსირებთ”- აცხადებს ლევან სამუშია.

კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს მესამე სექტორს. საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო არ გამორიცხავს, რომ ხარვეზის შემთხვევაში კონკრეტულ მუხლებს ორგანიზაციამ მხარი არ დაუჭიროს.

„ჩვენ არ ვიცვლით ჩვენს პოზიციებს, თუ მიგვაჩნია, რომ მუხლი არის პრობლემური და შეიცავს გარკვეულ საფრთხეს დემოკრატიის თვალსაზრისით მას ხმას არ მივცემთ,“-აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ლიკა საჯაია.

banner
წინა სტატიაშისასტუმრო “მწვანეში” მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა