საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციას ვენეციის კომისიას ანა დოლიძე და ლევან ბოძაშვილი გააცნობენ

საქართველოს პრეზიდენტის დავალებით საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი დღეს ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შესახვედრად სტრასბურგში გაემგზავრებიან.
პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებულ იმ მოსაზრებებს წარუდგენენ, რომელიც საზოგადოების წარმომადგენლებმა გამოთქვეს პრეზიდენტთან შეხვედრების დროს.
შეხვედრები სტრასბურგში ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიჩინეთში მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრის