საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტი რეგიონებში შეხვედრებს იწყებს

პრეზიდენტი გიორგ მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეგიონებში შეხვედრებს დღეიდან იწყებს. კამპანია “კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში პრეზიდენტი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება.
პრეზიდენტს ასევე თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ექნება შეხვედრა, რომელსაც პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

კამპანიის “კონსტიტუცია ყველასია” პრეზენტაცია პრეზიდენტის სასახლეში 10 მარტს გაიმართა. შეხვედრას მმართველი გუნდი არ დასწრებია. საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარემ წერილიც გამოაქვეყნა. უმრავლესობის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი არაკორექტული განცხადებების გაკეთების ნაცვლად კომისიის მუშაობაში თავიდანვე უნდა ჩართულიყო.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს განახლდება
შემდეგი სტატიასამხედრო პოლიციამ 243 000 ლარის მითვისების ბრალდებით ორი პირი დააკავა