“პარლამენტის თავმჯდომარემ კარი მოუჯახუნა ყველა ოპოზიციურ პარტიას” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კომისიაში ჩართვას ოპოზიცია არ აპირებს.

“ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, მმართველ გუნდს აკრიტიკებს და ცვლილებების პროცესს “პოლიტიკურ ფარსს” უწოდებს.
„პარლამენტის თავმჯდომარემ კარი მოუჯახუნა ყველა ოპოზიციურ პარტიას და თქვა, რომ ჩვენ განსაზღვრული გვაქვს უკვე რა უნდა მივიღოთ, ამიტომ კომისიაში საუბარს, დიალოგს, არგუმენტაციას აზრი დაუკარგეს. ასევე ჩვენ წინა კომისიაში ვნახეთ, რომ ისინი კომისიის შიგნით ან საჯარო განხილვებზე ლაპარაკობდნენ ერთს, მაგალითად ამბობდნენ, რომ 2020 წელს ქვეყანა გადავა პროპორციული სისტემით არჩევნებზე და ბოლო მომენტში მერე ცვლიან საკვანძო საკითხებს. ატყუებენ არა მარტო ქართულ საზოგადოებას, არამედ ვენეციის კომისიაც კი გაკვირვებული დარჩა და იმედგაცრუებული საბოლოოდ,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ბატონმა გიორგიმ შიშველმა ასე მიუთითა: შემოდი ბიჭო, აქეთო” -„სალვუს დეველომპენტის“ სკანდალის ახალი დეტალები
შემდეგი სტატიაSNGP-ის თურქი მრჩეველი „გენერალ გიორგი კვინიტაძის“ სახელობის მედლით დაჯილდოვდა