საკონსტიტუციო ცვლილებებს კომისიის 43-მა წევრმა დაუჭირა მხარი

საკონსტიტუციო ცვლილებებს კომისიის 43-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 8. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. კომისიის წევრებმა აღნიშნული გადაწყვეტილება 4 საათიანი მუშაობის შემდეგ მიიღეს.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ დასკვნითი სხდომა გამართა და ცვლილებების პროექტს, სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს კენჭი უყარა.

პროექტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან. დაიწყება ერთთვიანი საყოველთაო სახალხო განხილვა.

ცვლილებები პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება.

 

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე ირანიდან გაზის შესყიდვას არარეალისტურს უწოდებს
შემდეგი სტატიამმართველი ძალა არ ცვლის საქართველოს კონსტიტუციას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე