საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა კიდევ ათ ქალაქში გაიმართება

საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის მეორე ეტაპი გაიმართება.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ცვლილებების განხილვა კიდევ ათ ქალაქში გაიმართება, რომელთა შორის იქნება – ზესტაფონი, სიღნაღი, ხულო, მარნეული, ახალქალაქი, ოზურგეთი, ფოთი, ყაზბეგი მესტია, თბილისი.

მისი თქმით, თბილისში ათი შეხვედრა გაიმართება. მათ შორის, პოლიტიკურ ძალებთან. სპიკერის ცნობით, ვენეციის კომისიასთან შეხვედრა კი 23 მაისს გაიმართება.

banner
წინა სტატიაში“დაიცავი კონსტიტუცია” საპროტესტო აქციებს გამართავს
შემდეგი სტატია„მოხიბლული ვართ აქაური სტუმართმოყვარეობით“ – გიორგი მარგველაშვილს სლოვაკეთის პრეზიდენტმა მშობლიურ ქალაქში უმასპინძლა