საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება. პროცედურის მიხედვით, ბიუროზე დარეგისტრირების შემდეგ, პროექტი საპროცედურო კომიტეტს გადაეგზავნება.

კომიტეტი პროექტზე გაკეთებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხს შეისწავლის, ასევე შექმნის კომისიას, რომელიც მიმდინარე ერთი თვის განმავლობაში საერთო სახალხო განხილვებს გამართავს.

მაისის თვის ბოლოს, საპარლამენტო უმრავლესობა ელოდება ვენეციის კომისიის დასკვნას, რომლის გათვალისწინებაც უკვე დაანონსებული აქვს მმართველ გუნდს.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებულ ცვლილებათა პაკეტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია. “ევროპული საქართველო” მოსახლეობის პოზიციის გაგების მიზნით, პლებისციტის ჩატარებას მოითხოვენ.

banner
წინა სტატიაშილევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ გამწესების საკითხს კენჭი დღეს უნდა უყარონ
შემდეგი სტატიაყალბი 100 და 200 ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ოთხი პირი დააკავეს