საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა უნდა გაჩერდეს

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა უნდა გაჩერდეს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკეთესი კონსტიტუციის მისაღებად ხელისუფლებამ კონსენსუსისთვის ახალ შესაძლებლობები უნდა გააჩინოს.

“რეალობა, რომელიც შეიქმნა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ვენეციის კომისიის შემდეგ, აჩენს მოლოდინს, რომ პროცესი უნდა გაჩერდეს. ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯი, რათა შექმნილ ვითარებაში დიალოგისთვის, კონსენსუსისთვის ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს. ხოლო ეს ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ ბევრად უკეთესი კონსტიტუცია მივიღოთ, რომელიც მისაღები იქნება ქართული საზოგადოებისთვის”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე არ გამორიცხავს, რომ მისი მანქანის აფეთქების საქმეში მთავარი ბრალდებული დავით ხეჩუაშვილი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატიათბილისის ზღვაში მაშველებმა მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს