„საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს გრძელვადიანი პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანია“

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლას ბერლინერის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს გრძელვადიანი პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ყველა კომენტარის გათვალისწინება მოხდეს.
„ბუნებრივია, რომ ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს. საკონსტიტუციო ცვლილებები მნიშვნელოვანია საქართველოს გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ყველა კომენტარის გათვალისწინება, მიმდინარეობს საუბრები, დებატები. პროცესი არ არის დასრულებული, ვენეციის კომისია განიხილავს და წარმოადგენს თავის რეკომენდაციებს. საქართველოსთვის ეს ძალზედ მნიშვნელოვანი პროცესია“, – განაცხადა ბერლინერიმ.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა დაადასტურა, რომ ჟურნალისტების სადილს არ დაესწრება
შემდეგი სტატიაირმა გიგანის პუანტები