საკონსტიტუციო ცვლილებები – საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შექმნილია

საკონსტიტუციო ცვლილებები – საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შექმნილია, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში პარლამენტი ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან ერთად იმსჯელებს.

განხილვებში ჩაერთვებიან ექსპერტები, კონსტიტუციონალისტები და არასამთავრობო სექტორი.

ცნობილია, რომ სახალხო განხილვებში უმრავლესობასთან ერთად მხოლოდ “პატრიოტთა ალიანსი” ჩაერთვება. პროცესი “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ბოიკოტის ფონზე ჩაივლის.

„კომისია არის საყოველთაო სახალხო განხილვების საორგანიზაციო კომისია. ჩვენ მოვიპოვებთ ინფორმაციას ყველა დაინტერესებული პირის შესახებ, ვინც შეიძლება დამატებითი არგუმენტები მოგვაწოდოს ამ ფაქტებთან დაკავშირებით. იქნება მათთან განხილვა და აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთი თვის განმავლობაში გავაკეთებთ სეგმენტურ შეხვედრებს და ერთი თვის თავზე საბოლოოდ შევაჯერებთ და მივიღებთ ინიცირებულ ახალ კანონპროექტს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებში,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ონიანის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს
შემდეგი სტატიასააკაშვილი ნიჭიერია, იცის, როგორ გამოიყენოს სიტუაცია სათავისოდ – ნინო ბურჯანაძე