საკონსტიტუციო ცვლილებები – “ევროპული საქართველო” კარდაკარის პრინციპით გამოკითხვას იწყებს

ევროპული საქართველო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ხვალიდან კარდაკარის პრინციპით მოსახლეობის აზრის გამოკითხვას იწყებს. განცხადება ამის შესახებ პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.

მისი თქმით, მიუხედავად არა ერთი შეთავაზებისა, საქართველოს ხელისუფლება არ დათანხმდა ინიციატივას, ქვეყნის მთავარ კანონთან დაკავშირებით, მოსახლეობის აზრი გაეგო.

„ჩვენ დღეს ვაცხადებთ, რომ ხვალიდან ევროპული საქართველო იწყებს კამპანიას კარგადაკარ, ჩვენ მივალთ თითოეულ ოჯახში და მოვაგროვებთ ხელმოწერებს პლებისციტის დასანიშნად. ისეთ ვითარებაში, როდესაც ქართველ ხალხს კონსესუსი, თანხმობის გარეშე ართმევენ ძირითადად პრეზიდენტის არჩევის უფლებას, ისეთ პირობებში, როდესაც საპარლამენტო არჩევნების სისტემა იქნება მორგებული მმართველი პარტიის ინტერესებზე, მთავარი სიტყვა ეკუთვნის ქართველ ხალხს,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიკომისია იყო ყველაზე ინკლუზიური რაც კი ისტორიას ახსოვს ამ 25 წლის განმავლობაში- კობახიძე
შემდეგი სტატია„საკონსტიტუციო კომისიამ 40 ათასი ლარი დახარჯა კონსტიტუციის ახალი რედაქციის შექმნისთვის“ – ირაკლი კობახიძე