საკმარისია შეხედო ფინანსთა მინისტრს და მიხვდე, რომ მაქსიმუმ „ნახალოვკის“ რომელიმე ბირჟაზე დაელაპარაკოს ვინმე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 21, 2020 16:09

საკმარისია შეხედო ფინანსთა მინისტრს და მიხვდე, რომ მაქსიმუმ „ნახალოვკის“ რომელიმე ბირჟაზე დაელაპარაკოს ვინმე

ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩემი შეთავაზებისგან არაფერი არ გამოვა, ეს ყველაფერი ტყუილია და თვითონ 3 მილიარდი ლარი მისცეს ხალხს. არანაირი 3 მილიარდი ლარი არ არსებობს, ბიუჯეტის ერთი ნაწილიდან მეორეში გადაიტანეს, მაგრამ მათ ფიზიკურად არ აქვთ ეს ფული, – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის ინიციატივაზე ფინანსთა მინისტრისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

„საკმარისია შეხედო ფინანსთა მინისტრს და მიხვდე, რომ მაქსიმუმ „ნახალოვკის“ რომელიმე ბირჟაზე დაელაპარაკოს ვინმე, მსოფლიოს ინსტიტუტებში ასეთ ხალხს არავინ არ დაელაპარაკება. თქვენივე ინტერესებშია, რომ მომცეთ საშუალება საქართველოსთვის გამოვაწვდენინო დახმარების ხელი ჩვენ მეგობრებს. ეს ეხება თითოეულ ქართველს და ჩვენი ქვეყნის ფიზიკურ გადარჩენას, ზუსტად ვიცი რა მოხდება თუ არ იქნება ძალიან მასშტაბური უცხოური ფულის შემოდინება,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 21, 2020 16:09