“საკმარისად ბევრი განცხადებები გააკეთეს მოსამართლეებმა, დროა, დისკუსიებმა სასამართლო დარბაზში გადაინაცვლოს”

საკმარისად ბევრი განცხადებები გააკეთეს მოსამართლეებმა, დროა, დისკუსიებმა სასამართლო დარბაზში გადაინაცვლოს, – ეს განცხადებაა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ კონსტანტინე ვარძელაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისი თქმით, კონსულტაციები კოლეგებთან არ ჰქონია და არ იცის, დაესწრებიან თუ არა სხდომას სხვა მოსამართლეები.

საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი უგულავას და ე.წ. კაბელების გაერთიანებული საქმის ძირითადი განხილვა უნდა გაგრძელდეს. მოსამართლეების ნაწილმა განაცხადა, რომ სხდომას არ დაესწრებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ საქმეების ჩანიშვნა რიგითობის დარღვევით მოხდა და ბევრი კითხვები გააჩინა საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუტის მიმართ.

იმისთვის, რომ სხდომა ჩატარდეს, სხდომას პლენუმის 9 მოსამართლიდან სულ მცირე 6 მოსამართლე უნდა დაესწროს.

banner
წინა სტატიაშიკახეთში 20 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ზოგიერთებმა ჩემი მოწოდებები, რომ ერთმანეთს აღარ დავუპირისპირდეთ, ბოლშევიკურად ჩათვალეს