„საკმაოდ პირდაპირი და კონკრეტული იყო ჩემთან საუბრისას“ – პარტიის „ჩვენ“ თანათვმჯდომარე გიორგი პატარიძე აშშ-ის ელჩს შეხვდა

„ელჩი დანიგანი საკმაოდ პირდაპირი და კონკრეტული იყო ჩემთან საუბრისას“ – ამის შესახებ პარტიის „ჩვენ“ თნათავმჯდომარე, პოლიტოლოგი და პოლიტტექნოლოგი გიორგი (გიგიშა) პატარიძე აცხადებს.
როგორც პატარიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსიდან ირკვევა, 19 ნოემბერს, აშშ-ის ელჩი და საელჩოს სხვა თანამშრომლები ქართველი პოლიტიკოსების მცირე ჯგუფს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.
„აშშ საქართველოს ერთადერთი მუდმივი, სტაბილური და სტრატეგიული პარტნიორია.
საქართველო არ ყოფილა ასეთი “რუსული”, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ.
რეჟიმმა “გაჟონა” და მოგვპარა არჩევნები. ასეთი, ჩვენგან (ხელისუფლების მხრიდან) მიტოვებული პარტნიორები არასდროს ყოფილან. ზოგი ნაწყენია, ზოგი გულაცრუებული , ზოგიც გაბრაზებულია….
გამოსავალი – სამოქალაქო – პოლიტიკური აქტივობა, პარტნიორებისათვის დარწმუნება, რომ ეს რეჟიმი არ წარმოადგენს სრულიად საქართველოს, საერთოდ საქართველოს….
წინ გველის რთული ჟამი, მთავარია არ დავრჩეთ მარტო რუსეთის და ავტოკრატიული რეჟიმის პირისპირ.
ამერიკა და ევროკავშირი, სხვა პარტნიორები მზად არიან #ჩვენ მხარდასაჭერად, მივცეთ ამის საშუალება!
შემოგვიერთდით, ვისაც გაქვთ ენერგია, მუხტი და სურვილი – შრომით საინტერესო პროექტების და პროგრამების განხორციელება, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ევრო – ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე!
ელჩი დანიგანი საკმაოდ პირდაპირი და კონკრეტული იყო ჩემთან საუბრისას“ – წერს პატარიძე სოციალურ ქსელში

banner
წინა სტატიაშიბერდია სიჭინავა: ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ“ თურმე, თან „თვალთხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს…
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა