საკითხი, რაზეც მოსამართლე საუბრობს, სერიოზულია, უნდა გაირკვეს, ცალკეული პირების მხრიდან საელჩოს მიღმა შემთხვევით ადგილი ხომ არ ჰქონდა რაიმე ტიპის თვითნებობას – ოხანაშვილი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

კერძოდ, ოხანაშვილმა შეაფასა ჩხიკვაძის განცხადების ის ნაწილი, სადაც მოსამართლე ამბობს: „გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეხვედრა მქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, მითხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და გამოვიყენე თავისუფლების აღკვეთა“.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ეს მნისვნელოვანი საკითხია და გარკვევა სჭირდება.

„როდესაც ასეთ საკითხზე საუბრობს მოსამართლე, რომელიც უზრუნველყოფილია მთელი რიგი კონსტიტუციური გარანტიებით და სვამს კონკრეტულ კითხვის ნიშანს ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს სერიოზული საკითხია. ამიტომ გასარკვევია, ვინმეს მხრიდან თვითნებობას ხომ არ ჰქონდა ადგილი და ქალბატონმა ელჩმა ამაზე ისაუბრა, რომ ეს საკითხი მას არ ეხება. ამიტომ ზოგადად, ეს საკითხი გასარკვევია. შეიძლება, ჩვენც უბრალოდ არასაჯაროდ ამ საკითხებზე მოვისმინოთ კონკრეტული მოსაზრებები. ასე რომ, საკითხს, რა თქმა უნდა, დასჭირდება მეტი განმარტება და გარკვევა, კონკრეტული ცალკეული პირების მხრიდან საელჩოს მიღმა შემთხვევით ადგილი ხომ არ ჰქონდა რაიმე ტიპის თვითნებობას. ეს უნდა გაირკვეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმელიქიშვილის გამზირის ნაწილზე ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობა დროებით შეიზღუდება
შემდეგი სტატია“ვაღებ კარს!”; “შე **ეო!!” – სოსო გოგაშვილის აყვანის სპეცოპერაციის კადრები