საკირესთან ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირესთან ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო – ნივთის დაზიანება ან განადგურება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საშიში საშუალებით, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე.

ცეცხლი გუშინ 19:00 საათისთვის გაჩნდა.

banner
წინა სტატიაში“გადადექი”- პარლამენტში ლგბტ აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად პლაკატები გაშალეს
შემდეგი სტატია„პირველად გავდივარ პოლიციიდან გაღიმებული“