“სახრჩობელაზე დამკიდეს, რომ დიდხანს მექანავა”…- “ბახალას” საბოლოო სიტყვა – მოსამართლე სათათბროდ გავიდა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანაში ბრალდებულმა, მსახიობმა, გიორგი გიორგანაშვილმა (ბახალა) სასამართლოზე საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ დამნაშავე რომ იყოს, პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებას დათანხმდებოდა.

“ჩემ მიმართ წარმოდგენილი ბრალდება აბსურდულია და დაკავებისას არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება არ მქონია. ასე რომ არ იყოს, პროკურორის საპროცესო შეთანხმებას დავთანმდებოდი. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ვაღიარო ისეთი ქმედება, რომელიც არ ჩამიდენია,” – განაცხადა გიორგანაშვილმა.

მან თავის საბოლოო სიტყვაში ისაუბრა საქმის ერთადერთი მოწმეზეც.

“ასეთი უმორალო და წაშლილი ადამიანი არასდროს შემხვედრია… თითქოს, ჯაბა ხულორდავას ნარკოტიკული საშუალება გადავეცი, პოლიციის ვერსიაა. სახრჩობელაზე დამკიდეს, რომ დიდხანს მექანავა, რათა გაფრთხილებად ვქცეულიყავი სხვებისთვის. იგივე ელის ყველას, ვინც სისტემას შეეწინააღმდეგება. მე ასე თუ ისე ვიტან ამ ყველაფერს, მაგრამ ოჯახის წევრებს რომ ვუყურებ, არ მინდა დავუშვა, რომ ჩემ მიმართ კიდევ რამე არაადეკვატური მოხდება,” – განაცხადა გიორგანაშვილმა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისა და ამავე საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირის, ირაკლი ქორიძის საქმეზე შესაძლოა, გადაწყვეტილება გამოაცხადოს. მოსამართლე სათათბიროდაა გასული

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის აპარატის უფროსმა წლის ბოლო ოფიციალური სამუშაო შეხვედრა ესტონეთის ელჩთან გამართა
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში შემოტანის საქმეზე გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო