საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში ფოთში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში ფოთში ადგილობრივ მოსახლეობას პანდემიის მართვის განახლებული გეგმა და მთავრობის მიერ შემუშავებული ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამები გააცნეს.
კოვიდ რეგულაციების დაცვით, მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა, ბექა ვაჭარაძემ ვაქცინაციის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამის ფარგლებში საწყისი ასაკის 50 წლამდე დაწევა იმუნიზაციის ტემპს გაზრდის.
შეხვედრაზე ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა მხეიძემ ადგილობრივებს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება გააცნო და არსებულ იმუნიზაციის ცენტრებზე ინფორმაცია მიაწოდა.

ფოთში ვაქცინაცია 5 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. იმუნიზაციის ხუთივე ცენტრში აცრა ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინითაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა გრძელდება 2022 წლის იანვარში. წამახალისებელი პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ავტომატურად ჩაერიცხება ვაქცინირებულ პირს.

banner
წინა სტატიაშიციციშვილის ბავშვთა კლინიკა – კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიმართვიანობა გაზრდილია
შემდეგი სტატიაპირველი თებერვლიდან დედაქალაქში 1000 ახალი მიკროავტობუსი იმოძრავებს