საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმური ოპერაციების დაფინანსება დღეიდან განახლდება

დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმური ოპერაციების დაფინანსება განახლდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

გასული წლის ნოემბერში, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა 2021 წლის მარტამდე შეჩერდა. აღნიშნულს საქართველოს მთავრობის №688 დადგენილება ითვალისწინებს.

„კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2020 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის პირველ მარტამდე შეჩერდეს ამავე დადგენილების დანართ №1-ით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა, გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე ონკოლოგიური ოპერაციებისა და დანართ 1.8-ით განსაზღვრული კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურებისა. ამასთან, 2020 წლის 10 ნოემბრამდე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე“, – აღნიშნულია მთავრობის 2020 წლის 20 ნოემბერს გამოქვეყნებულ დადგენილებაში.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანმა და შარლ მიშელმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
შემდეგი სტატიათბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს