საყოველთაო დაზღვევის დაფინანსება 100 მილიონი ლარით მცირდება

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დაზღვევის დაფინანსება 100 მილიონი ლარით მცირდება და 500 ათასზე მეტი ადამიანი საყოველთაო დაზღვევით ვეღარ ისარგებლებს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, საჭიროა დაზღვევის არსებული სისტემის რეფორმირება.მისივე განმარტებით, საყოველთაო დაზღვევით მხოლოდ ის ადამიანები ისარგებლებენ, რომლებიც არ არიან კერძო სადაზღვევო კომპანიებში დაზღვეული.

„უნდა მოხდეს მკაფიო გამიჯვნა კერძო დაზღვევასა და საყოველთაო ჯანდაცვას შორის. ეს ავტომატურად არ გამოიწვევს იმას, რომ ყველა ადამიანი, რომელიც კერძოდ არის დაზღვეული, გადადის მხოლოდ კერძო დაზღვევის იმედზე,“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

banner
წინა სტატიაშიმეჯვრისხევში 53 პენსიონერის თანხა დაიკარგა
შემდეგი სტატიაჯანდაცვის ბიუჯეტის ფლანგვა-ჭიაბერაშვილი დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებს