საყოველთაო აღწერის საბოლოო მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა

2014 წლის საყოველთაო აღწერის საბოლოო მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა.

როგორც დღეს გამართული შედეგების პრეზენტაციაზე ითქვა, ეს მაჩვენებლი 2002 წლის აღწერის შედეგთან ( 4 371 535) შედარებით, 15 პროცენტით ( 657 731 კაცი) ნაკლებია.

ამასთან, 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2 122 623 კაცი, ხოლო სოფლის მოსახლეობამ 1 591 181 კაცი.

ამასთან, შემცირება ძირითადად, სოფლის მოსახლეობაზე მოდის – სასოფლო დასახლებებში მოსახლეობის კლებამ 23,7 პროცენტი, ხოლო ქალაქის მოსახლეობის კლებამ 7,1 შეადგინა.

წინა აღწერებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეიცვალა ქალაქისა და სოფლის სტრუქტურაც: ქალაქის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 4,9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 57,2 პროცენტს გაუტოლდა.

გარდა ამისა, 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, თბილისის მოსახლეობამ 1 108 717 კაცი შეადგინა, რაც წინა აღწერასთან შედარებით 2,5 პროცენტით მეტია.

banner
წინა სტატიაშიბათუმის ბულვარში “მწვანე კაფის” დაწვა სცადეს
შემდეგი სტატიაზუგდიდში 3 მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა- 2 ადგილზე გარდაიცვალა, 1 მძიმე მდგომარეობაშია