საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღამის საათებში გატანა პირველ ეტაპზე 32 ქუჩაზე დაიწყება

„თბილსერვის ჯგუფი“ ნაგავშემკრები კონტეინერების დაცლას ღამის საათებში 32 ქუჩაზე დაიწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ღამის გრაფიკზე გადასვლა საპილოტე პროექტის ფარგლებში განხორციელდება და ის მომავალი წლის მარტიდან დაიწყება. ნაგვის მანქანები 22:00 საათიდან იმოძრავებენ და 32 ქუჩაზე, 400-მდე ნაგავშემკრები კონტეინერის დაცლას მოახდენენ.
საპილოტე პროექტი შემდეგ ქუჩებზე განხორციელდება: ჭავჭავაძის გამზირი, აბაშიძის ქუჩა, ფალიაშვილის ქუჩა, ბერძენიშვილის ქუჩა, მუხაძის ქუჩა, კავსაძის ქუჩა, ბაზალეთის ქუჩა, ერისთავის ქუჩა, ნაფარეულის ქუჩა, ბარნოვის ქუჩა, არაყიშვილის ქუჩა, ტაბიძის ქუჩა, რადიანის ქუჩა, მცხეთის ქუჩა, შატბერაშვილის ქუჩა, ჯანაშვილის ქუჩა, ქუთათელაძის ქუჩა, ატენის ქუჩა, რაზმაძის ქუჩა, ელიავას ქუჩა, ცხვედაძის ქუჩა, მარუხის გმირების ქუჩა, ქობულეთის ქუჩა, ჩოლოყაშვილის ქუჩა, რამიშვილის ქუჩა, გაბაშვილის ქუჩა, ყიფშიძის ქუჩა, აბულაძის ქუჩა, მარაბდის ქუჩა, მოსეშვილის ქუჩა, დარიალის ქუჩა, კეკელიძის ქუჩა.

მაია ბითაძის განცხადებით, რკინის კონტეინერები პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერებით შეიცვლება, რომელთა დაცლაც ხმაურს არ გამოიწვევს.
ბითაძის ინფორმაციით, არ იცვლება ქალაქის დაბინძურებისთვის დაწესებული ჯარიმები.

banner
წინა სტატიაშიIDFI: მარგველაშვილმა მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტს ვეტო უნდა დაადოს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ნათია თოდუას გამარჯვებას ულოცავს