ხანძარს ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა თელავში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ხანძრისგან თავის დაღწევა შეძლო, ქალს კი გადაადგილება უჭირდა და ალმოდებული სახლის დატოვება ვერ მოახერხა.
ადგილზე მისულ სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადას, ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.














