„ძალიან ამაღელვებელია და კარგი იქნება მსვლელობა, რადგან ნაკრები ჩამოვედით იმიტომ, რომ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადოთ“, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა უნდა იამაყოს ეროვნული ნაკრებით.
ამასთან, მან ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ერთი წლის წინ ალბათ წარმოუდგენელი იყო, ასე ვინმე დაგხვედროდა კორპუსში და შენი ნახვა ნდომებოდა. ახლა უკვე შეიცვალა სიტუაცია, რაც ძალიან სასიხარულოა. ძალიან ამაღელვებელია და კარგი იქნება მსვლელობა, რადგან ნაკრები ჩამოვედით იმიტომ, რომ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადოთ და პატივი ვცეთ, ვინც საქართველოდან გვგულშემატკივრობდა. ფეხბურთელებისთვისაც და გულშემატკივრებისათვისაც კარგი ჟესტი იქნება, რომ ერთმანეთს შევხვდებით თავისუფლების მოედანზე.
ძალიან დიდი მხარდაჭერა იგრძნობოდა როგორც გერმანიაში, ისე საქართველოდან – ძალიან დიდი მადლობა. იამაყონ ნაკრებით, რადგან მართლაც საამაყო ნაკრებია და ჰქონდეთ ჩვენი იმედი“, – აცხადებს ზივზივაძე.