“სახეზეა საქართველოს წინააღმდეგ ძალიან საეჭვო თანამშრომლობა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ჯოზეფ დოლს შორის”

დეპუტატი საკუთარ „ტვიტერზე“ რაღაც განცხადებას თუ აკეთებს, ეს არ ნიშნავს საპარლამენტო ასამბლეის პოზიციას.- ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის ჯოზეფ დოლის დღევანდელ განცხადებაზე.

„ეს, თუ არ ვცდები, ის ადამიანია, რომელიც ევროპარლამენტს მოუწოდებდა, არ მიეღოთ ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებამდე. საზოგადოებამ აღიქვა, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიწოდებული ტექსტი. შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუხდა ბოდიშის მოხდა, რომ საზოგადოების რისხვა არ დასტყდომოდა თავს“,-აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, სახეზეა საქართველოს წინააღმდეგ ძალიან საეჭვო თანამშრომლობა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ამ პიროვნებას შორის. „მაშინაც ბოდიში მოიხადა ამ ადამიანმა, რომ ეს არ იყო EPP-ის ოფიციალური პოზიცია“,-განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

“ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი საქართველოს მთავრობას ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ჯოზეფ დოლი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

 

banner
წინა სტატიაში“მმართველი პარტია არის გარანტი, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩაივლის გამჭირვალე, დემოკრატიულ პრინციპებთან შესაბამისობაში”
შემდეგი სტატიამანანა კობახიძის ინფორმაციით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა “ნაციონალურ მოძრაობას“ ცალკე შეხვედრაზე უარი უთხრა